ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი ირანში ბირთვული ობიექტის მშენებლობის გაგრძელებას აპირებს.


რუსეთი და ირანი შეთანხმდნენ, რომ რუსეთი დაასრულებს ირანის ბუშერის ბირთვული ობიექტის მშენებლობას. რუსეთის სახელმწიფო მფლობელობაში მყოფი სამსენებლო საწარმოს ატომსტროიექსპორტის თავკაცმა სერგეი შნატკომ განაცხადა, რომ ირანთან არსებული სიძნელეები მოგვარებულია და მხარეები მშენებლობის დასრულების ვადაზე შეთანხმდნენ. როგორც რუსეთი ამტკიცებს, ბუშერის ობიექტის მშენებლობა ირანის მხრიდან გადაუხდელობის გამო შეფერხდა. თუმცა თეირანი დარწმუნებულია, რომ აქ პოლიტიკურმა მიზეზებმა იჩინა თავი. გუშინ ბრიტანეთის ელჩმა გაეროში განაცხადა, რომ მისი ახრით, მსოფლიოს უძლიერესი ქვეყნები ვერ მოახერხებენ შეთანხმებას ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღების საკითხში.
XS
SM
MD
LG