ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირი ბოიკოტით იმუქრება


ევროკავშირი აცხადებს, რომ გლობალურ დათბობასთან დაკავშირებით, შეერთებული შტატების მიერ დაგეგმილ კონფერენციას ბოიკოტს გამოუცხადებს, იმ შემთხვევაში თუ ბალიში ახლა მიმდინარე კონფერენცია წარმატებით არ დასრულდება. ევროკავშირი ვაშინგტონს ბრალს სდებს გარემოს დაბინძურების შეზღუდვისადმი მიმართული ქმედებების დაბლოკვაში. დღეს ინდონეზიაში სიტყვით გამოსვლისას, ევროკავშირის მთავარმა წარმომადგენელმა კონფერენციაზე ჰუმბერტო როსამ განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებში მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყნების შეკრება უაზრობა იქნება იმ შემთხვევაში, თუ ბალიში მიმდინარე კონფერენცია უშედეგოდ დასრულდება. ევროკავშირსა და ბალის კონფერენციაში მონაწილე მსოფლიოს ას ოთხმოცდაათი ქვეყნების უმეტესობას სათბური გაზის ემისიის ოცდახუთიდან ორმოც პროცენტამდე შეზღუდვა აქვთ დასახული. ასეთ გადაწყვეტილებას შეერთებული შტატები, კანადა და იაპონია ეწინააღმდეგებიან. გაეროს კლიმატის ცვალებადობის უწყების თავკაცმა ივ დე ბოერმა განაცხადა, რომ ასეთმა დამოკიდებულებამ, ევროკავშირსა და ამერიკას შორის თებერვალში დაგეგმილი მოლაპოარაკების ჩაშლა შეიძლება გამოიწვიოს. ამერიკის წარმომადგენელმა კი განაცხადა, რომ ბალის კონფერენციაზე ჯერ კიდევ შესაძლებელია კომპრომისული ვარიანტის გამონახვა.

XS
SM
MD
LG