ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თალიბები ავღანეთის ქალაქ მუსა ყალადან გააძევეს.


ავღანეთისა და ნატოს ჯარისკაცებმა ავღანეთის სამხრეთში მდებარე ქალაქ მუსა ყალას ირგვლივ საკონტროლო გამშვები პუნქტები გამართეს. თავად ქლქის ქუჩებში კი გადამალულ თალიბთა გამოსააშკარავებელი ოპერაციები მიმდინარეობს. ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი გენერალი მოჰამად ზაჰირ აზიმი ამბობს, რომ ქალაქს ისევ ხელისუფლება აკონტროლებს: „მუსა ყალას ოპერაცია, რომელიც ავღანეთის არმისა და ნატოს ძალების მიერ განხორციელდა, წარმატებით დაგვირგვინდა”. ამბობს ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი გენერალი მოჰამად ზაჰირ აზიმი და ამატებს, რომ ახლა ქალაქს ისევ ხელისუფლება აკონტროლებს. აზიმის თქმით, ჰელმანდის პროვინციის სამი რაიონი ჯერ კიდევ თალიბთა კონტროლის ქვეშაა. თალიბები ამტკიცებენ, რომ მათი დახევა მუსა ყალადან მხოლოდ სტრატეგიული მანევრია და მშვიდობიანი მოსახლეობისა და თალიბთა რიგების სისხლისგვრისგან არიდებას ემსახურებოდა. ავღანეთის სამხრეთის რეგიონი, თალიბთა მოქმედების და ნარკოტიკების წარმოების მთავარ არეალს წარმოადგენს. თალიბები ნარკოტიკებით ვაჭრობიდან მიღებულ თანხებს სამხედრო ოპერაციების დასაფინანსებლად იყენებენ. წელს მოთარეშეტა მოქმედებას ექვს ათასამდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ეს ყველაზე დიდი მაჩვენებელია მას სემდეგ, რაც 2001 წელს ავღანეთში შეერთებული სტატების დაქვემდებარებაში მოქმედი სამხედრო კოალიცია შეიჭრა. ვაშინგტონში, შეერთებული შტატების თავადაცვის მდივანი რობერტ გეითსი აცხადებს, რომ მოთარეშეები ბაძავენ ერაყში მიმდინარე კონფლიქტს და სულ უფრო აქტიურად იყენებენ კამიკაზე ტერორისტებს: „თალიბებსა და მათ ყოფილ სტუმარს ალ-ყაიდას არ შესწევთ იმის უნარი, რომ ავღანეთში საკუთარი მმართველობა დაამყარონ. მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ ეფექტური აღმშენებლობის პროცესისა და კანონის უზენაესობის მიღწევის აუცილებელ პირობას ნამდვილი უშიშროების ფონის არსებობა წარმოადგენს. ეს პირობა კი ჯერ მიღწეული არ არის. თუმცა ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას”. ამბობს ბატონი გეითსი. გეითსმა შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებულ ძალთა კომიტეტს განუცხადა, რომ მისი რწმენით, თალიბებს ავღანეთში დისლოცირებული შეერთებული შტატებისა და ნატოს ორმოცდაათი ათასი ჯარისკაცის წინააღმდეგ სამხედრო წარმატების არავითარი შანსი არ აქვთ. გეითსმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა ნატოს მოკავშირეებს ავღანეთის მისიაში უფრო აქტიური მონაწილეობისკენ უნდა მოუწოდოს: „სხვადასხვა ქვეყნების ძალების ეფექტური და კოორდინირებული მოქმედებისთვის აუცილებელია, რომ ამ საქმეს ძლიერი ნების მქონე სამოქალაქო პირი უძღვებოდეს”. აღნიშნა მდივანმა. „ავღანეთის ომი ყველასგან მივიწყებული ომია. დრო უქმადაა დაკარგული და ახლა ჩვენ სწორედ ამის შედეგს ვხედავთ. ახლა ჩვენი პრიორიტეტების შეცვლის დრო დადგა. აუცილებელია, რომ აუცილებელი რესურსები ერაყიდან ავღანეთში გადავისროლოთ”. სთქვა კონგრესის კომიტეტის თავმჯდომარემ დემოკრატმა აიკ სკილტონმა. ბატონი სკილტონის თქმით, ტაქტიკური გამარჯვებების მიუხედავად, დაზვერვა თვლის, რომ ავრანეთის ომის უფრო ფართო სურათი სიტუაციის გაუარესებას ავლენს.

XS
SM
MD
LG