ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბანში განხორციელებულ აფეთქებას ლიბანელი გენერლის სიცოცხლე ემსხვერპლა.


ლიბანიდან მიღებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, დღეს დილით, ქვეყნის დედაქალაქის ბეირუთის შორიახლოს მდებარე ქრისტიანებით დასახლებულ ქალაქ ბააბდაში განხორციელებულ აფეთქებას, ბრიგადის გენერლის ფრანსუა ალ-ჰაჯის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაჭრილია ათი კაცი. ამ ინფორმაციის თანახმად, აფეთქება ავტომობილში ჩამონტაჟებული ბომბის საშუალებით მოხდა. აფეთქების გამო რამდენიმე ავტომობილს ცეცხლი წაეკიდა და შენობა დაზიანდა. გენერალმა ალ-ჰაჯიმ გადამწყვეტი როლი ითამაშა მიმდინარე წლის დასაწყისში, პალესტინელ ლტოლვილთა ბანაკში ალ-ყაიდას მიერ ინსპირირებული ამბოხების ჩახშობაში. მოელიან, რომ არმიის გენერალი მიშელ სულეიმანი მალე ლიბანის პრეზიდენტი შეიძლება გახდეს. ფიქრობდნენ, რომ ამ სემთხვევაში ალ-ჰაჯი სულეიმანის პოსტს დაიკავებდა. გენერალი სულეიმანი ისეთ მიუკერძოებელ კანდიდატად აღიქმება, რომელსაც ლიბანის პროდასავლურ და პროსირიულ წრეებს შორის არსებული კონფლიქტის მოგვარება ძალუძს.

XS
SM
MD
LG