ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართველი სამშვიდობოები ერაყში და კოსოვოში საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ


ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატის , მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო შტაბის სპიკერმა, კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა დაკავშირებით ცსკ-ოს გადაწყვეტილებასთან, რომლის თანახმად ერაყში და კოსოვოში ქართველ სამშვიდობოებს 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის უფლება არ ექნებათ.დ.ბაქრაძის თქმით ცსკ-ოს ამ გადაწყვეტილებით მ.სააკაშვილმა 2 ათასი ხმა დაკარგა. ცსკ-ოს გადაწყვეტილება განაპირობა იმან, რომ ცსკ-ოს 6 წევრმა, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ამ დადგენილებას ხმა არ მისცეს, არგუმენტად ოპოზიციამ საქართველოს კონსტიტუცია დაასახელა, რომელიც საომარ და საგანგებო ვითარებაში არჩევნების ჩატარებას კრძალავს. ცსკ-ოს დადგენილებაზე კომენტარი გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა : „ ეს არის აღმაშფოთებელი გადაწყვეტილება, რომელიც ცსკ-ომ ან უნდა შეცვალოს, ან სასამართლოში გაასაჩივროს. დაუშვებელია მოქალაქეების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს ხმის უფლება წაართვა და ქვეყნის ინტერესებზე მაღლა ვიწრო პარტიული ინტერესები დააყენო“. ცსკ-ოს აღნიშნულ სადაო თუ არასადაო დადგენილებასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი თაობა- ახალი ინიციატივას“ თავმჯდომარეს კოკი იონათაშვილს გავესაუბრე. ორგანიზაციას ჰყავს საკუთარი დამკვირვებელი ცსკ-ში. კ. იონათაშვილი ამბობს, რომ საქართველოს კანონმდებლობით სანხედრო ნაწილებში საარცევნო უბნების გახსნა განსაზღვრული არ არის...
XS
SM
MD
LG