ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელის არმიამ ღაზის სექტორში უკანასკნელი თვეების მანძილზე ყველაზე უფრო მასშტაბური იერიში წამოიწყო


თვითმხილველთა განცხადებით ღაზის სექტორის სამხრეთ რაიონში განხორციელებულ შეტევაში 30 ტანკი და ჯავშანმანქანა იღებდა მონაწილეობას. პალესტინელი ექიმების განცხადებით ბრძოლაში ისლამური ჯიჰადის 3 მებრძოლი დაირუპა.

ისრაელის სამხედრობი თავის მხრივ ამტკიცებენ, რომ ეს ტერორისტების წინააღმდეგ მიმართული ჩვეულებრივი ოპერაცია, რომელშიც მძიმე ტექნიკის მხოლოდ 10 ერთეული მონაწილეობს. ისრაელის სამხედროების განცხადებით ორი ჯარისკაცი დაიჭრა, როდესაც მათ საბრძოლო მანქანას პალესტინელთა მიერ ნასროლი ყუმბარა მოხვდა.

ადგილობრივი მცხოვრებლების განცხადებით ისრაელის სამხედროებმა გზები გადაკეტეს და რამდენიმე ადამიანი დააპატიმრეს.

დღესვე ისრაელის ავიაციამ ღაზის სექტორში მდებარე ქალაქი ბეით ჰანუნი დაბომბა. ამ საჰაერო თავდასხმამ ისლამური ჯიჰადის კიდევ ერთი მებრძოლის სიცოცხლე შეიწირა.

XS
SM
MD
LG