ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტერაქტი ბაღდადში


ერაყიდან მიღებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, დღეს დილით ბაღდადში კამიკაძე ტერორისტმა ავტომობილი ააფეთქა ორი ერაყის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, შიიტი აიად ალავისა და სუნიტი დეპუტატის სალეჰ ალ-მუტლაკის სახლების შორიახლოს. აფეთქებას ორი დაცვის მუშაკის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაჭრილია თორმეტი ადამიანი.

მეორე ინციდენტის დროს, ადამიანის გვამში ჩამალული ნაღმი მაშინ აფეთქდა, როდესაც ერაყელი ჯარისკაცი გვამს მიუახლოვდა. ჯარისკაცი დაიღუპა. ამ ტერაქტის დროს შვიდი კაცი დაიჭრა.

გუშინ ღამე კი მოტოციკლეტზე ამხედრებულმა შეიარაღებულმა პირმა, ბაღდადის ფსიქიატრიული საავადმყოფოს მთავარი ექიმი გამოასალმა სიცოცხლეს.

ამერიკელი სამხედროები აცხადებენ, რომ დღეს კოალიციის ძალებმა ბაბილის პროვინციის პოლიციის უფროსის მლკვლელობაში ეჭვმიტანილი ხუთი პირი დააკავეს. გენერალ-მაიორი ყაის ალ-მაამური გასულ კვირა დღეს მოკლეს.

XS
SM
MD
LG