ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლეგენდარულმა როკ ჯგუფმა ლედ ზეპელინმა დაშლიდან ოცდაათი წლის შემდეგ კონცერტი ჩაატარა


ლეგენდარული ბრიტანული როკ ჯგუფის ლედ ზეპელინის წევრები დაშლიდან ოცდაათი წლის შემდეგ ხელახლა შეიკრიბნენ და ლონდონში კონცერტი ჩაატარეს.

ჯგუფი 1980 წელს დასარტყამ ინსტრუმენტებზე დამკვრელის ჯონ ბონემის გარდაცვალების შემდეგ დაიშალა. კონცერტზე ბონემის ადგილი მისმა შვილმა ჯეისონ ბონემმა დაიკავა. მასთან ერთად რობერტ პლანტი, ჯიმი პეიჯი და ჯონ პოლ ჯონსი ორი საათის განმავლობაში გამოდიოდნენ ოცი ათასი თაყვანისმცემის წინაშე. ლედ ზეპელინის წევრები მხოლოდ ერთი კონცერტის ჩასატარებლად შეიკრიბნენ და ჯგუფის აღდგენას არ აპირებენ.

კონცერტი „ატლანტიკ რეკორდსის” აწ გარდაცვლილი დამფუძნებლის აჰმეტ ერტეღუნის ხსოვნას ეძღვნებოდა.

XS
SM
MD
LG