ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავის მემკვიდრედ პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი მედვედევი დაასახელა


პუტინმა ეს განცხადება ერთიანი რუსეთის პარტიის აქტივისტებთან შეხვედრისას გააკეთა. პუტინის მხარდაჭერა დიმიტრი მედვედევს 2 მარტს დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებზე წარმატებას უქადის.

მედვედევი ბიზნესის მხარდამჭერი იურისტია, რომელიც ამავე დროს გაზპრომის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა და პუტინის უახლოესი თანამებრძოლია.

რუსეთის კონსტიტუცია ვლადიმერ პუტინს არ აძლევს ზედიზედ მესამედ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლებას, თუმცა საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ მის პარტიას შეუძლია ის პრემიერ-მინისტრის პოსტზე წამოაყენოს.

XS
SM
MD
LG