ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ელ გორს ნობელის პრამია გადასცეს


შეერთებული შტატების ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს ელ გორს და გაეროს კლიმატის ცვალებადობის კომისიას ნობელის პრამია გადასცეს. დღეს ბატონმა გორს ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში გადასცეს ეს ჯილდო.

ელ გორი პრემიას გაეროს ორი ათას ხუთასი წევრისგან დაკომპლექტებულ კომისიასთან ერთად იყოფს. პრემიის გადაცემის ცერემონიას კომისიის თავმჯდომარე რაჯენდრა პაჩაური ესწრებოდა.

სიტყვით გამოსვლისას, ბატონმა გორმა კლიმატის ცვალებადობის გამანადგურებელ ეფექტზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კაცობრიობა დედამიწის წინააღმდეგ ომობს.

ბატონმა გორმა აღნიშნა, რომ მიმდინარე კვირის მიწურულს კუნძულ ბალიზე მსოფლიო ლიდერების შეხვედრას დაესწრება. ეს შეხვედრა სათბური გაზების ემისიის 2010 წლამდე შემცირებას ემსახურება. გორის თქმით, სათბური გაზების ყველაზე დიდ მწარმოებლებს ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს ყველაზე გაბედული ნაბიჯის გადადგმა მოუწევთ.

XS
SM
MD
LG