ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოსოვო მომავალი წლის მაისამდე სერბეთისგან დამოუკიდებლობის გამოცხადებს აპირებს


კოსოვოს ალბანური უმრავლესობის ლიდერებმა განაცხადეს, რომ რეგიონი ადრე განსაზღვრულ მომავალი წლის მაისზე უფრო ადრე, აპირებს დამოუკიდებლობის გამოცხადებას. რეგიონის წარმომადგენელმა სტატუსთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებზე სკენდერ ჰისენიმ აღნიშნა, რომ კოსოვო მეტს ვეღარ დაელოდება ისედაც რვა წლის განმავლობაში მიმდინარე პროცესის დასრულებას და დამოუკიდებლობას დათქმულ ვადაზე უფრო ადრე გამოაცხადებს.

ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ბრუსელში შეიკრიბნენ კოსოვოს მომავალი სტატუსის გამოსარკვევად.

დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა უწყების თავკაცმა ხავიერ სოლანამ განაცხადა, რომ კავშირის წევრი ოცდაშვიდი ქვეყანის წარმომადგენლები, სერბეთის სეპარატისტული რეგიონის სტატუსთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევას ლამობენ.

კოსოვოს მოსახლეობის ალბანური უმრავლესობა აცხადებს, რომ რეგიონი ევროკავშირთან შეთანხმების გარეშე დამოუკიდებლობას არ გამოაცხადებს.

ბელგრადმა და პრიშტინამ კოსოვოს სტატუსთან დაკავშირებულ ადრე ჩატარებულ მოლაპარაკებებზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. სერბეთი რეგიონის დამოუკიდებლობას სასტიკად ეწინააღმდეგება და ფართო ავტონომიას სთავაზობს.

XS
SM
MD
LG