ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ადამიანის უფლებები საქართველოში


დღეს საქართველო სხვა ქვეყნებთან ერთად ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს აღნიშნავს. დღეიდან 20 დეკემბრის ჩათვლით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ადამაინის უფლებათა კვირეულს გამართავს. დღეს კი ასოციაციის თავმჯდომარემ გიორგი ჩხეიძემ ბრიფინგი გამართა, 7 ნოემბერს განვითარებული მოვლენები შეაფასა..

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები დაგეგმა და განახორციელა სახალხო დამცველის ოფისმა. სახალხო დამცველი სოზარ სუბარი დღეს ს.ქურთაში გაემგზავრა, სადაც საჯარო სკოლის მოსწავლეებს ადამიანის უფლებების დაცვის და ძირითადი უფლებების შესახებ ესაუბრა. 4 საათზე სახალხო დამცველის ოფისში და მისივე ინიციატივით გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით და ნირვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

ადამიანის უფლებების დეკლარაცია გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1948 წლის 10.12 მიიღო. ადამიანის უფლებებზე საქართველოში დღეს ჩვენი სტუმარი გიორგი კერვალიშვილი გვესაუბრება, რომელმაც ეს ორგანიზაცია საბჭოთა წყობის ნგრევის შემდეგ პირველმა დააარსა საქართველოში, იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციაში 1991 წლის 26 მაისს გატარდა...

გ.კერვალიშვილის თქმით, ადამიანის უფლებათა მდგომარეობა ქვეყანაში სავალალოა, წინა წლებისგან განსხვავებით დადგა არა ცალკეული ადამიანების, ინდივიდების პრობლემები, არამედ საერთოდ ერის ყოფნა არყოფნის საკითხი. მიაჩნია, რომ ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, როგორი ქვეყანა უნდა საერთოდ.

XS
SM
MD
LG