ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მედია და სინამდვილე


დღევანდელ ქართულ რეალობაში, მოსახელობას გააჩნია სრულიად ლეგიტიმური ეჭვი იმისა, რომ ერთია რეალობა და მეორეა მედია რეალობა, ისინი ხშირად მსჯელობენ ამ საკითხზე. მაგალითისათვის ერთ მნიშვნელოვან საკითხზე გავამახვილებთ ყურადღებას. ქვეყნის მართველი ძალა აცხადებს, რომ მისი უმთავრესი მიზანი, პრიორიტეტი, ნატოში ინტეგრაცია და ტერიტორიული მთლიანობაა. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ამ მიზნის დეკლარირება მედიის საშუალებით არა სრულყოფილად და ნაწილობრივ მცდარად ხდება. ექსპერტი პაატა გურგენიძე მოგვახსენებს.

პაატა გურგენიძე – ძალიან სამწუხაროა, რომ მედიამ ვერ მოახერხა ისეთი ისტორიული მესიჯების ხალხამდე მიტანა, როგორიც გააკეთეს ჩვენთვის მსოფლიოს ყველაზე მაღალი რანგის პოლიტიკოსებმა, მაგალითად ნატოს გენერალურმა მდივანმა. მთავარი ამ მესიჯებში იყო, რომ საქართველომ რუსეთს არ უნდა მისცეს საშუალება რომ მან ხელი შეუშალოს ნატოში ინტეგრირების პროცესს. პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ ჩვენ არაფრის დიდებით არ უდნა წამოვეგოთ პროვოკაციას აფხაზეთში და ოსეთში კონფლიქტის გამწვავების მცდელობების მხრივ. ჩვენ უნდა ბოლომდე შევინარჩუნოთ მშვიდობიანი პოლიტიკა. ამავე დროს, საოცარია, მაგრამ მედიიდან ჩვენ ვხედავთ ომის პროპაგანდას.

- კლიპი, რომლის წინააღმდეგაც ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრმა სარჩელი შეიტანა ახლად შექმნილი, სახელდახელოდ დამზადებული ვიდეო რგოლია, რომელიც უფრო 7 ნოემბრის მოვლენებს და ზოგადად ქართულ პოლიტიკას თუ პოლიტიკოსებს ეხება. სიმღერას რეპერი კაბუ ასრულებს და მის მიერ დაწერილ ტექსტში ასეთი სიტყვები იპარება.

- ფრაგმენტი სიმღერიდან - ჩვენ დავამარცხებთ აფხაზს, ჩვენ დავამარცხებთ რუსს”... …

- დაახლოებით ამგვარია ქვეყნის საინფორმაციო პოლიტიკა, მაგალითად ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. ასეთია ქვეყნის შიგნით, სადაც აპელირება ხდება წაგებულ ომზე და ისმის მუქარა, ქვეყნის გარეთ, საერთაშორისო დამკვირვებლებისათვის კი რიტორიკა სამაგალითოდ მშვიდობიანია. ამიტომ, ხდება, რომ ხშირ შემთხვევაში რთულია გამოვიცნოთ, რომელია რეალური - ის რასაც მედიის საშუალებით გვაწვდიან თუ ის რაც საერთაშორისო არენაზე ოფიციალურად არის დეკლარირებული. არავინ იცის საქართველო აფხაზის დამარცხებას აპირებს თუ მასთან შერიგებას?!

XS
SM
MD
LG