ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოსოვოში  სიტუაცია ჯერ კიდევ არასტაბილური რჩება


კოსოვოში ნატოს ძალების ყოფილი მეთაურის ბრიტანელი გენერალის მაიკ ჯეკსონის განცხადებით, თუ კოსოვოს სტატუსზე შეთანხმება ვერ მოხერხდა ეს დიდ არეულობას გამოიწვევს რეგიონში. მისი თქმით ამ პროვინციაში სიტუაცია ჯერ კიდევ არასტაბილური რჩება. თავის მხრივ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დასავლეთი და განსაკუთრებით შეერთებული შტატები კოსოვოს ირგვლივ სიტუაციის დაძაბვაში დაადანაშაულა. როგორც ცნობილია კოსოვოს ეთნიკური ალბანელები სრულ დამოუკიდებლობას მოითხოვენ, როდესაც სერბეთი მათ მხოლოდ ფართო ავტონომიას სთავაზობს.
XS
SM
MD
LG