ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ერთიანმა რუსეთმა" საპარლამენტო არჩევნებში 64% მოიპოვა


„ერთიანმა რუსეთმა” საპარლამენტო არჩევნებში ხმათა სამოცდაოთხი პროცენტი დააგროვა. კომუნისტური პარტია მოპოვებულ ხმათა თორმეტი პროცენტით მეორე ადგილზე გავიდა. კრემლის მხარდამჭერმა „ლიბერალ დემოკრატიულმა” და „სამართლიანი რუსეთის” პარტიებმა ხმათა რვა და შვიდი პროცენტი მოაგროვეს, რაც რუსეთის დუმაში ადგილების მოპოვების გარანტიას იძლევა. რია ნოვოსტის საინფორმაციო სააგენტოს ვაშინგტონის ბიუროს ხელმძღვანელი იგორ ზეველევი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა სამართლიანად ცატარდა თუ არა არჩევნები, მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ეს არჩევნები პუტინის პოლიტიკისადმი მიძღვნილი რეფერენდუმის ხასიათს ატარებდა: „მე თვლი, რომ უმეტეს შემთხვევაში ამომრჩევლებს არავინ აძალებდა ამა თუ იმ პარტიისთვის ხმის მიცემას. რა თქმა უდა აღინიშნებოდა დარღვევები და ჩვენ მათი გამოძიების შედეგებსაც ვნახავთ. ბევრ პარტიასა და მათ წარმომადგენლებს ამომრჩევლებთან კონტაქტის, მათ სორის მედიის საშუალებით ადექვატური შესაძლებლობა არ მიეცათ”. ამბობს ბატონი ჟეველევი. დასავლეთის ქვეყნებმა მკაცრად გააკრიტიკეს რუსეთსი ჩატარებული არჩევნები და განაცხადეს, რომ ეს არჩევნები საერთაშორისო დემოკრატიულ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდა: „საკმაოდ ნათელია, ის რომ რუსეთმა უკან გადადგა დიდი ნაბიჯი. მე ვთვლი, რომ ბევრი პოლიტიკოსი, ჟურნალისტი და დასავლელი დამკვირვებელი მიდის იმ დასკვნამდე, რომ დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების პროგნოზი რუსეთში ძალზე გაზვიადებული იყო. რუსეთში სტაბილური სამოქალაქო საზოგადოება არ არსებობს. ყველაფერი იმას მოასწავებს, რომ მალე რუსეთის დუმაში კომუნისტების გარდა სხვა ოპოზიციური პარტია აღარ იქნება წარმოდგენილი. ეს კი ძალზე ცუდი ნიშანია”. ამბობს გაზეთ „ფრანკფურტერ ალგემაინე ცეიტუნგის” ვაშინგტონელი კორესპონდენტი მატიას რუები. კომუნისტური პარტია და პროდაქსავლული „გაერთიანებული მემარჯვენე ძალების პარტია” არჩევნების შედეგების გასაჩივრებას აპირებენ. ყველაზე დიდი კრიტიკა არჩევნების შედეგებზე პრეზიდენტ პუტინის მიერ ნათამაშებ როლს დაატყდა თავს. იგორ ჟეველიევი აღნიშნავს, რომ პუტინმა ბევრჯერ განაცხადა ის, რომ რუსეთის კონსტიტუციას ვერ დაარღვევს და საპრეზიდენტო არჩევნებში მესამედ მონაწილეობას არ მიიღებს: „პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლის თამაშს აპირებს. ამისათვის კი მას ხალხის დიდი მხარდაჭერა ესაჭიროება და მე ვთვლი, რომ პუტინმა ასეთი მანდატი მოიპოვა. ახლა მას პოლიტიკურ პროცესზე ზემოქმედების ლეგიტიმიური უფლება მიეცა. ხოლო ის თუ რა სახით განახორციელებს ამს პუტინი მომავალი წარმოაჩენს”. ამბობს ბატონი ჟეველევი. რუსი ჟურნალისტი მაშა ლიპმანი ამბობს, რომ რუსეთის არჩევნებზე აზრი განსხვავდება იმის მიხედვით თუ ვის ეკითხებით. თუმცა იგი აღნიშნავს, რომ პუტინმა არჩევნებამდე განაცხადა, რომ „ერთიანი რუსეთის” გამარჯვება მას მორალურ უფლებას მისცემს: „აქედან გამომდინარე ხელისუფლების ყველა ორგანო იმ თანამდებობაზე იქნება დამოკიდებული, რომელსაც პუტინი თავისთვის შეიქმნის. ეს კი რუსეთში ახალი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებას მოასწავებს იმიტომ, რომ ძალაუფლების ერთი ცენტრის, პრეზიდენტის თანამდებობის ნაცვლად, რუსეთში შეიძლება ძალაუფლების ორი ცენტრი ჩამოყალიბდეს”. ამბობს ქალბატონი ლიპმანი. იგი აგრძელებს, რომ მოარული აზრი იმის თაობაზე, რომ პუტინი მისი მეორე საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ პრემიერ-მინისტრობას ისურვებს, მოვლენების განვითარებისს მხოლოდ ერთ-ერთი შესაძლებლობაა. პრეზიდენტი პუტინი რუსეთში ძალზე დიდი პოპულარობით სარგებლობს. ქვეყნის ეკონომიკა იზრდება. პოლიტიკური სიტუაცია სტაბილურია და რუსეთმა დაიბრუნა ის საერთაშორისო მდგომარეობა, რომელიც გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში დაკარგა. თუმცა იგორ ჟეველიევი თვლის, რომ რუსეთსა და შეერთებული შტატებს შორის ურთიეთრთობა გაუარესდა ისევე, როგორც რუსეთის ურთიერთობა ევროპასთან: „დემოკრატია რუსეთში ერთ-ერთი მთავარი საკითხია მათ შორის, რომელზეც რუსეთის დასავლელი პარტნიორები ამახვილებენ ყურადღებას. ეს გარკვეულ როლს თამაშობს, მაგრამ ეს მაინც არ არის დასავლეთთან ურთიერთობის გამსაზღვრელი მთავარი ფაქტორი.. მე ვთვლი, რომ რუსეთი საკმაოდ თავდაჯერებულად იქცევა საერთაშორისო პოლიტიკაში და დასავლეთთან არსებული ურთიერთობის გადახედვა სურს”. ამბობს ბატონი ჟეველიევი. დასავლელი ექსპერტები თვლიან, რომ გადასახედია რუსეთის წევრობა ისეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ორგანიზაციებში, როგორიც მაგალითად დიდი რვიანია. მათ ებადებათ კითხვა იმსახურებს თუ არა რუსეთი ასეთი ორგანიზაციების წევრობის უფლებას. ამერიკის ხმა. . .
XS
SM
MD
LG