ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოში ვარდების რევოლუციის ერა დამთავრდა


6 დეკემბერს ჯონ ჰოპკინსის ცენტრალური აზიისა და კავკასიის ინსტიტუტში კონფერენცია გაიმართა.

კონფერენციის მონაწილეებმა ჯეიმსთაუნის ფონდის ანალიტიკოსმა ვლადიმირ სოკორმა და შუა აზიისა და კავკასიის ინსტიტუტის კვლევების დირექტორმა სვანტე კორნელმა, საქართველოში ნოემბრის მოვლენებისა და ქვეყანაში არსებული პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ იმსჯელეს.

ბატონი სოკორი თვლის რომ ვარდების რევოლუციის ერა დამთავრდა საქართველოში. იგი აცხადებს რომ . მიუხედავად ოპოზიციური დაჯგუფებების გამოწვევებისა ნოემბრის მოვლენები ცხადყოფს რომ საქართველომ ღირსეულად გაართვა თავი პოლიტიკურ კრიზისს და დემოკრატიის გზაზე მიმავალმა ქვეყანამ წარმატებით დაიცვა თავისი პრინციპები.

თუმცა ბატონი სოკორის გამოსვლაში ერთობ უცნაური განცხადება გაჟღერდა. თითქოსდა ეკლესიამ ამ კრიზისში ერთობ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა და ოპოზიციური პარტიებს საქართველოში მონარქიის აღდგენისა და საპრეზიდენტო მმართველობის გაუქმებას ურჩევდა.

ოპოზიციური პარტიები საქართველოში მონარქიის აღდგენის წინადადებით გამოვიდნენ. შეგახსენებთ რომ მონარქია საქართველოში მე-19-ე საუკუნის დასაწყისში გაუქმდა. ეს აზრი მას შემდეგ გაჩნდა რაც მიმდინარე პროცესებში ეკლესია ჩაერთო. საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა კონსტიტუციური მონარქიის შემთხვევაში, მონარქის მმართველობამდე რეგენტის ფუნქციის შესრულება ითავა. ამ პერიოდში აირჩევდნენ ახალგზარდა პრინცს და გაზრდიდნენ მას როგორც საქართველოს მომავალ მეფეს. მიუხედავად წამოყენებული წინადადების არასერიოზულობისა იგი ოპოზიციურმა პარტიებმა აიტაცეს და სახელმწიფოებრივ სტაბილურობას საფრთხე დაემუქრა.

დამოუკიდებელი ექპერტი, ავტორი წიგნისა Georgia in transition, ირაკლი არეშიძე ბატონი სოკორის განცხადებას პროვოკაციასა და დეზინფორმაციას უწოდებს:

როცა დააბრალებ ერთადერთ ადამიანს ვისაც ააქვს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მხარდაჭერა, ვისაც შეუძლია რომ მოინდომოს ეს მთავრობა შეცვალოს ერთ დღეში იმით რომ უთხრას თავის მრევლს გამოვიდნენ ქუჩაში, და რომლის როლი საქართველოს ისტორიაში არის ისეთი მნიშვნელოვანი როგორიც არის რომის პაპის ჯონის როლი პოლონეთის გათავისუფლებაში, და რომ დააბრალო მას რომ მას უნდა გახდეს საქართველოს ხელმძღვანელი ეს არის ბასოლუტურად და კატასტროფულად იდიოტური. მე მიმაჩნია რომ პატრიარქზე უფრო მეტად მნიშვნელოვანი ფიგურა დღეს საქართველოში არავინ არ არის, ეს არ იყო ნათქვამი იმიტომ რომ მას არ ქონდა სწორი ფაქტები, ეს იყო ნათქვამი სპეციალურად პროვოკაციის მიზნით, პატრიარქმა თქვა რომ კარგი იქნებოდა თუ ვიფიქრებდით საქართველოში მონარქიულ მმართველობაზე, ადამიანმა რომელსაც ააქვს ძალიან დიდი უფლება ილაპარაკოს ის რაც უნდა, იმიტომ რომ მასზე დიდი საქართვლოში არავის არ გაუკეთებია, გამოხატა თავის აზრი, ყველამ ძალიან კარგად იცის რომ იგი იშვიათად ებმება პოლიტიკურ საკითხებში, იმიტომ რომ მაგან ეს თქვა ახლა ცდილობენ რომ დააბრალონ აბსოლუტურად სულ სხვა.

შუა აზიისა და კავკასიის ინსტიტუტის კვლევების დირექტორი სვანტე კორნელი ეთანხმება ბატონ სოკორს თუმცა მისგან განსხვავებით მან მთავრობა ნოემბერში არადემოკრატიული ქმდებებშიც ამხილა.

ტელევიზია იმედის იმ სახით დახურვა რა სახითახ იგი საქართველოს მთავრობამ განახორიციელა რაღა თქმა უნდა დემოკრატიული ქვეყნის სტანდარტებს არ შეესაბამება. ასევე არსებობს ვიდეომასალები პოლიციის მიერ ძალის ბოროტად გამოყენების შესახებ.

ბატონმა კორნელმა საქართველოს მთავრობას მომავალში მსგავსი კრიზისის თავიდან ასაცილებლად ხალხის მოსმენა ურჩია.

ცხადია რომ საქართველოს მთავრობა უნდა იყოს ორიენტირებული ხალხთან ურთიერთობაზე. მთავრობამ უნდა შეატყობინოს ხალხს მისი გეგმების შესახებ და ასევე უნდო მოისმინოს მათი პრობლემები.

კონფერენციის ბოლოს ბოლოს ჩვენ კომენატრი შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩს ბატონ ვასილი სიხარულიძეს ვთხოვეთ:

მე ვფიქრობ ძალიან საინტერესო და ძალიან სასარგებლო შეხვედრა იყო რომელიც ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტმა მოაწყო, და მე ვფიქრობ და პირველი სერიოზული და პროფესიული დაფარვა იყო რაც საქართველოში მოხდა.

თუმცა არსებობს განსხვავებული აზრიც. ბატონი ირაკლი არეშიძე შეშფოთებულია კონფრენციის ცალმხრივობით და ბატონი ვლადიმირ სოკორის გამოსვლას აბსურდული უწოდა.

მე მგონია რომ ძალიან ცალმხრივი იყო, როცა დავჯექი და ვუსმენდი, მინდოდა მეთქვა რომ დავიგვიანე იმიტომ რომ რადიოში ვუსმენდი რომ ბუში და ჩეინი გადადგნენ და პელოსი გახდა პრეზიდენტი. დაახლოებით როგორი აბსურდიც არის ეს, ეგეთივე აბსურდულს ვუსმენდით შეხვედრის პირველი ნახევარი საათი.

XS
SM
MD
LG