ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოსოვოს მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა--აცხადებენ საერთაშორისო მედიატორები


დღეს, გაეროსთვის გაგზავნილ ანგარიშში, აშშ-ს, ევროკავშირის და რუსეთის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ოთხთვიანი მოლაპარაკებები სერბეთსა და კოსოვოელ ალბანელებს შორის შეთანხმების მიღწევის გარეშე დასრულდა.

შუამავალმა მხარეებმა განაცხადეს, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობის საკითხში არანაირი კომპრომისი არ ყოფილა მიღწეული მოლაპარაკებების მონაწილე მხარეებიდან.

ეთნიკურ ალბანელებს არაფერი სხვა გარდა დამოუკიდებლობისა არ სურთ, სერბეთის მთავრობა კი ფართე ავტონომიის გარდა სხვა ალტერნატივაზე არ თანხმდება.

გუშინ, ბრიუსელში გამართული ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე აშშ სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა განაცხადა, კოსოვოს სტატუსის შესახებ გადაწყვეტილების გადადება არ შეიძლება. მან გაიმეორა კოსოვოს სტატუსის დამოუკიდებლობის პრინციპი საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ, ისე როგორც ეს გაეროს გეგმაშია წარმოდგენილი.

XS
SM
MD
LG