ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონგრესში 2008 წლის ბიუჯეტს განიხილავენ


შეერთებული შტატების კონგრესში მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვა მიმდინარეობს, რომელიც სხვათა შორის ერაყსა და ავღანეთში მიმდინარე ომის საჭიროებისთვის 70 მილიარდი დოლარის გამოყოფის საჭიროებას ითვალისწინებს.

ამავე ბიუჯეტში დემოკრატებმა 11 მილიარდი დოლარით მეტი თანხა გამოყვეს ქვეყნის საშინაო პროგრამების განვითარებისთვის ვიდრე ამას ბუშის ადმინისტრაცია მოითხოვდა.

ამავე დროს არაფერია ნათქვამი ერაყიდან შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების გამოყვანის ვადების შესახებ, რასაც ადრე დემოკრატი კონგრესმენები მოითხოვდნენ.

XS
SM
MD
LG