ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ამერიკის ხმის" ქართული რედაქცია გთავაზობთ პრიზების გათამაშებას!


ყურადღება! “ამერიკის ხმის” ქართული რედაქცია ატარებს პრიზების გათამაშებას! პრიზის მისაღებად გთხოვთ ელ.ფოსტით შემდეგი ინფორმაცია მოგვაწოდოთ: 1. გვარი, სახელი 2. მისამართი, 3. ელ-ფოსტა (თუკი გაგაჩნიათ) და ტელეფონი 4. რა სიხშირით უსმენთ“ამერიკის ხმის” ქართულენოვან გადაცემებს, როგორია სიგნალის ხარისხი, რომელ მოკლე ტალღებზე, ან რომელ გრძელ ტალღებზე, ინტერნეტით, თუ საქართველოს რადიოს ან სხვა რომელიმე რადიოს საშუალებით, რომელიც ტრანსლირებას უხდენს ჩვენს გადაცემებს. გეოგრაფიულად სად უსმენთ გადაცემებს. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველას ვისაც სურს მოიგოს Ipod. კითხვებზე პასუხები გამოგვიგზავნეთ ელ-ფოსტის საშუალებით, მისამართზე amerikisxma@voanews.com კონკურსში მონაწილეობის მსურველთა მონაცემების მიღება დაწყებულია და გაგრძელდება ამა წლის 26 დეკემბრის ჩათვლით. დაელოდეთ გათამაშების შედეგებს ინტერნეტით და ეთერში. პრიზის (3 Ipod) გათამაშების მეთოდი: გათამაშების დროს გამოყენებული იქნება გამარჯვებულის გამოვლენის შემთხვევითი შერჩევის სისტემა, კერძოდ ლოტოტრონიდან ამოვიღებთ პირველ სამ გვარს, დავუკავშირდებით გამარჯვებულებს და გავუგზავნით მათ პრიზებს.
XS
SM
MD
LG