ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო: "განადგურებულია ტერორიზმში ეჭვმიტანილი ორი პიროვნების დაკითხვის ვიდეო მასალა"


შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორის განცხადებით მათ გაანდგურეს ტერორიზმში ეჭვმიტანილი ორი პიროვნების დაკითხვის ამსახველი ვიდეო კადრები გამომძიებელთა ვინაობის გამჟღავნების საშიშროების გამო. მაიკლ ჰაიდენმა ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთა რაც მედიისთვის ცნობილი გახდა 2005 წელს ამ კადრების განადგურების ფაქტი. ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორის განცხადებით ამის შესახებ თავის დროზე ინფორმირებულები იყვნენ ამერიკელი კანონმდებლები. ბატონი ჰაიდენის თქმით ეს გადაღებები 2002 წელს დაიწყო მას შემდეგ რაც პრეზიდენტმა ბუშმა დაამტკიცა ტერორიზმში ეჭვმიტანილთა გაძლიერებული მეთოდებით დაკითხვა. აღნიშნულ მეთოდებში ეჭვმიტანილთა წყალში დახრჩობის იმიტაციაც შედის რაც ამ კანონის მოწინააღმდგეთა აზრით ჩვეულებრივი წამების ტოლფასია. ბატონი ჰაიდენის განცხადების თანახმად დაკითხვის ვიდეოფირზე აღბეჭვდა გამომძიებლებს იმის დასამტკიცებლად ესაჭიროებოდათ რომ ყველაფერი კანონის ფარგლებში მიმდინარეობდა.
XS
SM
MD
LG