ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტელეკომპანია „იმედის“  ქონებას ყადაღა მოეხსნა !


თბილისის სასამართლომ დღეს დააკმაყოფილა გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა ტელეკომპანია იმედის ქონებასა და სამაუწყებლო ლიცენზიაზე ყადაღის მოხსნის შესახებ. დეტალების დასაზუსტებლად იმედის საინფორმაციო სამსახურის უფროსს, გიორგი თარგამაძეს დავუკავშირდი, მან მიპასუხა, რომ თანამშრომლებს შენობაში არ უშვებენ.. გიორგი თარგამაძეს იმედის შესასვლელთან გავესაუბრე. მისივე თქმით, ტელეკომპანიის თანამშრომლებს გაორმაგებული სურვილი და მონდომება აქვთ თავიანთი პროფესიული მოვალეობის დაწყების სწრაფად და კიდევ უფრო მეტად სრულყოფილად, ვიდრე ამას აკეთებდნენ 7 ნოემბრამდე.

ტელეიმედის ადვოკატი, სოსო ბარათაშვილი აცხადებს მმართველი პარტიის განცხადებების თანახმად, მოლაპარაკებებზე ხელისუფლებასთან ტელეკომპანიის მხარემ ვერ დაასაბუთა, რომ ტელეკომპანია ბადრი პატარკაციშვილს არ ეკუთვნის. ადვოკატ სოსო ბარათაშვილის თქმით ხელისუფლების მოსაზრებები რეალურ საფუძვლებს არ ემყარება.

XS
SM
MD
LG