ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენცია ბალიში


მსოფლიოს ორასზე მეტი წამყვანი მეცნიერი გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე შეკრებილ დელეგატებს მოუწოდებენ უფრო ყოვლისმომცველი და სწრაფი ზომები მიიღონ სათბურის გაზების გამოყოფის წინააღმდეგ.

დღეს გამოქვეყნებულ დეკლარაციაში, ბალიში მიმდინარე კონფერენციის მონაწილე მეცნიერებმა მთავრობებს მოუწოდეს სათბურის გაზების გამოყოფა ორჯერ შეამცირონ 2050 წლამდე.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მეთანის გაზი და ნახშირორჟანგი, რომლებიც დედამიწის ატმოსფეროში რჩება, გლობალური ტემპერატურის მატებას განაპირობებს.

მეცნიერებმა ამასთან ქვეყნების მთავრობები გააფრთხილეს რომ გადამჭრელი ზომების მისაღებად მხოლოდ 10-15 წელი რჩება.

ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც სათბურის გაზების ერთერთI ყველაზე მსხვილი პროდიუსერია, კონფერენციაზე კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა რომ იგი საკმარის ზომებს არ იღებს გაზების ემისიის შესაკვეცად.

გუშინ, აშშ კონგრესის კომიტეტმა კლიმატის ცვლილების დაძლევის საქმეში ერთი ნაბიჯი გადადგა, როცა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც კარბონ დიოქსიდის გაზების გამოყოფაზე შეზღუდვწებს აწესებს.

XS
SM
MD
LG