ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართველი ელექტორატი არჩევნების შესაძლო გაყალბების წინააღმდეგია


თბილისში დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ აშშ სახელმწიფო მდივნის, კონდოლიზა რაისის ინიციატივით შემდგარ სატელეფონო საუბარს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან ნინო ბურჯანაძესთან. საუბარი საქართველოში არსებულ ვითარებას, 5.01. არჩევნების სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარებას ეხებოდა.

კ.რაისმა ხაზი გაუსვა საპრეზიდენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების მნიშვნელობას. რა ვითარებაა დღეს საქართველოში ?! არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური ძალები მმართველ პარტიას სხვადასხვა ბრალდებებს უყენებენ.

მიხეილ სააკაშვილის საარცევნო შტაბის სპიკერმა, სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში დავით ბაქრაძემ დღეს ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ ოპოზიციის ბრალდებები, რომლებიც საპრეზიდენტო კანდიდატებისთვის სრულფასოვანი წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების მხრივ ხელის შეშლას ეხება, არჩევნების დისკრედიტაციას ემსახურება.

არჩევნებამდე ზუსტად 1 თვით ადრე გამაფრთხილებელი, ხალხმრავალი აქცია გამართეს დღეს ლეიბორისტებმა ლოზუნგით „ საქართველო გაყალბებული არჩევნებისა და პრეზიდენტის გარეშე!“. საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ თავდაცვისა და უშიშროების სამოქალაქო საბჭოს ხელმძვანელი, ირაკლი მჭედლიშვილი გვესაუბრება, რომელიც ამბობს, რომ თუ არჩევნები საქართველოში არადემოკრატიულ ვითარებაში, ცემა-ტყეპის თანხლებით ჩატარდა, ამ შემთხვევაში დასავლეთმა შესაძლოა არჩევნები არალეგიტიმურად სცნოს.

XS
SM
MD
LG