ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლავროვი: კოსოვოს დამოუკიდებლობის მხარდაჭერა მოლაპარაკებებს აფერხებს


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობის მხარდაჭერა დასავლეთის ქვეყნების მიერ ართულებს სერბებსა და კოსოვოელ ალბანელებს შორის მოლაპარაკებებს. მოსკოვში გამოსვლისას, ლავროვმა აღნიშნა, რომ სერბეთმა წარმოადგინა კომპრომისული წინადადებები პროვინციის ტერიტორიის სტატუსის შესახებ. სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების პროცესი შეფერხებულია რამეთუ დასავლეთი კოსოვოს დამოუკიდებლობას გარდაუვლად აღიქვამს. გასულ თვეს, ყოველგვარი შეთანხმების გარეშე დასრულდა საერთაშორისო მხარეების მიერ მოწყობილი მოლაპარაკება. გუშინ, ნატოს უმაღლესმა მეთაურმა გენერალმა ბანხ ქრედოკმა თქვა, რომ ამერიკისა და საფრანგეთის ჯარების კოსოვოში სხვადასხვა საკვანძO პოზიციებზე განლაგდნენ ძალადობის თავიდან აცილების მიზნით. ამის ალბათობა კი კიდევ უფრო ცხადი ხდება მომავალ ორშაბათს მოლაპარაკებების ბოლო ვადის ამოწურვასთან ერთად. გენერალმა ქრედოკმა გუშინვე ვაშინგტონში აღნიშნა, რომ ნატოს ქვეყნებში, კოსოვო უველაზე არასტაბილური რეგიონია.
XS
SM
MD
LG