ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დევნილები რეფერენდუმს ჩაატარებენ


როგორც ცნობილია, რუსეთის საპარლამენტო არჩევნებში რუსეთის მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა, რომლის წევრია ამჟამად ყოფილი სათათბიროს სპიკერი ბორის გრიზლოვი, ხოლო პარტიის ლიდერი რუსეთის პრეზიდენტი ვლ.პუტინია. არჩევნების დასრულებისთანავე ბ.გრიზლოვმა საქართველოსთან მიმართებაში განცხადებები გააკეთა, თქვა, რომ მოსკოვს არაერთხელ მიმართეს აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების ან რუსეთის შემადგენლობაში მათი მიღების თაობაზე.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით აფხაზეთი პატარა ქვეყანაა, რომელშიც სულ 150 ათასი ადამიანი ცხოვრობს რომელთაც სურთ რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში მიღება.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს, აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებული საკითხების კომისიის თავმჯდომარის, ჯემალ გამახარიას განცხადებით აფხაზეთიდან დევნილი 2-ჯერ მეტია, ვიდრე აფხაზეთში დარჩენილი მოსახლეობა. მისივე თქმით, აფხაზეთის უმაღლესი საბჭო გეგმავს პლებისციტის ჩატარებას დევნილ მოსახლეობაში : სურთ თუ არა მათაც აფხაზეთის რუსეთის რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანება ?

აღნიშნულ საკითხებზე თავად ბ-ნ ჯემალ გამახარიას მოვუსმინოთ, რომელიც ამბობს, რომ იმ 150 ათასში, რომელზეც პუტინი საუბრობს, გალის რაიონის ქართული მოსახლეობაც იგულისხმება, რომელთაც , რა თქმა უნდა, ასეთი სურვილი არ გააჩნიათ. გარდა ამისა აფხაზეთის ფარგლებს გარეთ ეთნიკური წმენდის შემდეგ ცხოვრობს 380 ათასი დევნილი, რომლებიც აფხაზეთში დაბრუნებას ელიან. სწორედ მათ ჩაუტარდებათ პლებისციტი , ვინაიდან მათი ნებაც გასათვალისწინებელია - როგორი უნდა იყოს აფხაზეთის მომავალი.

XS
SM
MD
LG