ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქალაქ ბალიში გაეროს მიერ გლობალური დათბობის შედეგად გამოწვეულ პრობლემებთან დაკავშირებით კონფერენცია მოეწყო


ქალაქ ბალიში გაეროს მიერ გლობალური დათბობის შედეგად გამოწვეულ პრობლემებთან დაკავშირებით მოწყობილ კონფერენციაზე მსოფლიოს უღარიბესი ქვეყნების წარმომადგენლები დახმარებას ითხოვენ.

ოფიციალური პირები და ღარიბი ქვეყნებისთვის ამ ცვლელებით გამოწვეული პრობლემების დაძლევისთის დაფინანსების ქომაგები აცხადებენ რომ მდიდარი ქვეყნების მიერ გაწეული დახმარება უმნიშვნელოა.

ამჟამად მხოლოდ 60 მილიონი დოლარია გამოყოფილი ამ პრობლემის მოსაგვარებლად, თუმცა სიღარიბის წინააღმდეგ მებრძოლი ორგანიზაცია OXFAM-ი აცხადებს რომ წელიწადში სულ მცირე 50 მილიარდი დოლარია საჭირო პრობლემის დასაძლევად.

კონფერენციის მონაწილე ექსპერტები აცხადებენ რომ გლობალური დათბობის შედეგები უკვე აისახა სხვადასხვა ქვეყნებზე, მაგალითად ბანგლადეშში ციკლონმა გასულ თვეს 3 000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

XS
SM
MD
LG