ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონფლიქტური ზონები


უკანასკნელ დროს, საქართველოში, მიუხედავად დაძაბული შიდა პოლიტიკური ვითარებისა, სულ უფრო და უფრო გააქტიურდა საუბარი კონფლიქტურ ზონებთან მიმართებაში და განსაკუთრებით ეს ეხება აფხაზეთს. მაგალითად 30 ნოემბერს, მადრიდში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი, სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით, კერძოდ გაყინული კონფლიქტების მოგვარების საკითხზე, შეხვდა რუსეთის საგარეო მინისტრს, სერგეი ლავროვს. ამასობაში განცხადება გააკეთა, აფხაზეთის პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა, რომელიც ცალსახად აპროტესტებს წინადადებას, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანას ეხება. საწმუხაროდ, ნოემბრის დღეებში, როდესაც საქართველოში ყველა საპროტესტო აქციისათვის ემზადებოდა, თითქმის ყურადღების მიღმა დარჩა საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, დავით ბაქრაძის ვიზიტი სოხუმში. თუმცა, ეს გარკვეულწილად ერთი გადადგმული ნაბიჯი იყო, უკვე მთლიანად ანულირებული დიალოგის პირობებში. დღევანდელი ჩვენი სტუმრები, ზოგადად მოგვახსენებენ ქართულ აფხაზური მოლაპარაკებების შესახებ, რომლის წინაშეც ჩვენ დღევანდელ დღეს ვიმყოფებით. დამოუკიდებელი ექსპერტი და “გრუზია ონლაინის” რედაქტორი გოჩა გვარამია, აღნიშნავს.

გოჩა გვარამია – საკითხი ალბათ უნდა დავიწყოთ, რომელიც მე-9 პუნქტში აღნიშნავს, რომ მიესალმება რეგულარული კონსულტაციების განახლებას ოთხივე ფორმატში. ეს კონსულტაციები შეწყდა, რამდენიმე წლის წინათ და ის ცალმხრივად აფხაზურმა მხარემ შეწყვიტა. ეს შეხვედრები ჭუბურხინდში ტარდებოდა ყოველ კვირას, და ის ატარებდა ხასიათს, რომ ორივე მხარე წარმოადგენდა თავის შეხედულებებს და ურთიერთ პრეტენზიებს წარუყენებდნენ თუ ვინ როგორ არღვევდა ნაკისრ ვალდებულებებს. მაგრამ მიუხედავად ამისა, აფხაზური მხარე კონკრეტულად გალის რაიონის, მოსალხეობის აწიოკებაში სისტემატიურად მონაწილებდა.

- შესაძლებელია იმ ტიპის მოლაპარაკებების შედეგი რომელიც აქამდე იმართებოდა, არც ერთი მხარისთვიდს არ იყო ეფექტური, მაგრამ მოლაპარაკება და თანაც ამგვარი სისტემატიური ხასიათით, ალბათ ცალსახად გამართლებული იყო. მაგრამ ეს მოლაპარაკებები რამდენიმე ხნის წინ შეწყდა. გაზეთი “აფხაზია ინფოს” თავმჯდომარე, ირაკლი ტაბლიაშვილი მოგვახსენებს.

ირაკლი ტაბლიაშვილი – ეს ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებები შეწყვეტილია, კოდორის ოპერაციის შემდეგ. მათი მოთხოვნდა იყო, რომ ვიდრე ლეგიტიმური ხელისუფლება არ დატოვებდა ზემო აფხაზეთის ტერიტორიას, ისინი აღარ დაჯდებოდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან. გაეროს ყველა რეზოლუცია მოუწოდებს ორივე მხარეს პირდაპირი ქართულ-აფხაზური დიალოგისაკენ. როგორც იქნა ეს მოლაპარაკებები განახლდება, რომელიც ირაკლი ალასანიას გაეროში გადაყვანის და გოგა ხაინდრავას გათავისფულების შემდეგ შეწყდა. ლეგიტიმური ხელოსუფლება რჩება და და უნდა დარჩეს კოდორის ხეობაში, მაგრამ როგორც ეტყობა აფხაზური მხარის მოთხოვნებში ეს პუნქტი აღარ არის.

- ასე, რომ ამ შემთხვევაში აფხაზური მხრიდან გარკვეული კომპრომისი არსებობს, ქართული მხარე უკანასკნელ დროს გაცილებით დიდ ინიციატივას იჩენს და შესაძლებელია ეს მოლაპარაკებები ძალიან ახლო მომავალში განახლდეს, რაც ერთმნიშვნელოვნად წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

XS
SM
MD
LG