ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტ ჩავესის მიერ კონსტიტუციის შეცვლის მცდელობას ხალხის უმეტესობა ეწინააღმდეგება


ვენესუელაში ჩატარებულმა რეფერენდუმმა გამოააშკარავა, რომ პრეზიდენტ ჩავესის მიერ კონსტიტუციის შეცვლის მცდელობას ხალხის უმეტესობა ეწინააღმდეგება.

ვენესუელაში ჩატარებულმა რეფერენდუმმა გამოააშკარავა, რომ პრეზიდენტ ჰუგო ჩავესის მიერ კონსტიტუციის შეცვლის მცდელობას ხალხის უმეტესობა ეწინააღმდეგება. დღეს ვენესუელის საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ ამომრჩეველთა ორმოცდათერთმეტმა პროცენტმა უარი განაცხადა, პრეზიდენტ ჩავესისთვის უფრო მეტი უფლებების მიცემისა და კონსტიტუციის შეცვლაზე. ასეთი დიდი მარცხი, პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის ცხრა წლის განმავლობაში ჩავესს ჯერ არ განუცდია.

სიტყვით გამოსვლისას ჩავესმა განაცხადა, რომ ეს მხოლოდ დროებითი მარცხია და, რომ იგი სოციალიზმის მშენებლობისთვის ბრძოლას მაინც გააგრძელებს. ვენესუელის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა რაულ ბადუელმა, რომელიც ახლა ჩავესის გეგმის ერთ-ერთ მთავარი მოწინააღმდეგეა განაცხადა, რომ რეფერენდუმმა გამოააშკარავა ის, რომ ერთეულების მიერ გამოხატულ კონსტიტუციის შეცვლის სურვილს ხალხი ეწინააღმდეგება.

XS
SM
MD
LG