ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში თალიბთა ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს


ავღანეთში მოქმედი, შეერთებული შტატების დაქვემდებარებაში მყოფი სამხედრო კოალიციის შენაერთებმა თალიბთა ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს.

დღეს კოალიციამ განაცხადა, რომ გუშინ საჰაერო დარტყმის შედეგად გაანადგურეს ავტომობილი, რომელშიც ხუთი მამაკაცი მგზავრობდა. ამ განცხადებით ერთ-ერთ მოკლულში თალიბთა ის ლიდერი ამოიცნეს, რომელიც გასულ მარტს იტალიელი ჟურნალისტების გატაცებაში, საერთაშორისო სამხედრო ბაზებზე თავდასხმებში და სხვა ტერაქტების მოწყობაში იყო ეჭვმიტანილი. მოკლულის ვინაობა ჯერ-ჯერობით განცხადებული არ არის.

იტალიელი ჟურნალისტი დანიელე მასტროჯაკომო, მისი მძღოლი და თარჯიმანი გასულ მარტს გაიტაცეს. მძღოლსა და თარჯიმანს თავები მოჰკვეთეს, მასტროჯაკომო კი დაპატიმრებულ თალიბში გაცვალეს.

XS
SM
MD
LG