ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის არასტაბილურობა სპარსეთის ყურიდან ნავთობის მოპოვებას საშიშროებას უქმნის


ნავთობის ექსპერტთა პანელი, რომელშიც ნავთობის მომპოვებელი მთავარი ქვეყნების ელჩებიც იღებენ მონაწილეობას აცხადებენ, რომ ახლო სულ უფრო მზარდი დაძაბულობა აღმოსავლეთში, ნავთობის გლობალურ ბაზარზეც საგრძნობლად იმოქმედებს.

ერთი ბარელი ნავთობის ფასი ას დოლარს აღწევს. მოელიან, რომ წელს ნავთობის მომპოვებელი ქვეყნები შვიდასი მილიარდი დოლარის ოდენობის მოგებას მიიღებენ. თუმცა ბაჰრეინის ელჩი შეერთებულ შტატებში ნასერ ბელოში ამბობს, რომ ერაყის ომი და ირანის ბირთვული ამბიციები რეგიონის მომავალ აყვავებას ხელს უშლის:

„სტაბილურობა ნავთობით მდიდარ ქვეყნებსაც კი ესაჭიროებათ. მხოლოდ ფული ქვეყნებს ვერ განავითარებს. ნავთობით მდიდარ ქვეყნებს აგრეთვე გამოცდილება და ტექნოლოგიები ესაჭიროებათ. პოლიტიკუტი სტაბილურობის გარეშე კი ამ ორი ელემენტის მოპოვება შეუძლებელია”. ამბობს ბაჰრეინის ელჩი.

ბელოში ირანს აკრიტიკებს, მაგრამ ამბობს, რომ რეგიონში კიდევ ერთი სამხედრო კონფლიქტის გაჩაღება ნავთობის ფასს ასტრონომიულად გაზრდის. არიელ კოენი ჰერიტაჯის ფონდის საგარეო საქმეთა ექსპერტია.

იგი ამბოს, რომ გრძელვადიანი მოუგვარებელი კონფლიქტები ნავთობით მომარაგებას საკმაოდ ზღუდავს:

„დასღეისოდ მიწაში ნავთობის საკმარისი რაოდენობა აღარ რჩება. ახლა პოლიტიკური არასტაბილურობა ან უხეირო პოლიტიკური კურსი ისეთ გარემოს ქმნიან, რომელშიც ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვებაში საკმარისი ინვესტიციები აღარ მიედინება”. ამბობს ბატონი კოენი.

გლობალური უშიშროების ინსტიტუტის ექსპერტი გელ ლუფტი თვლის, რომ სულ უფრო მზარდი დაძაბულობა სუნიტებსა და შიიტებს შორის, ნავთობსაბადოებზე და ნავთობგადამამუშავებლების ფუნქციონირებაზეც უარყოფითად მოქმედებს:

„ნათელია ის, რომ სუნიტები და შიიტები ვერ თანხმდებიან. მათ შორის დაძაბულობა და ძალადობა აღინიშნება. ეს კი რესურსების დამუშავებასა და ინვესტიციებს აფერხებს”. ამბობს გელ ლუფტი.

ფორუმი მაშინ ტარდება, როდესაც ახლო არმოსავლეთის მთავარი ნავთობმომპოვებელი ქვეყნების მინისტრები აზიაში შეიკრიბნენ ნავთობის ბაზრის ირგვლივ სასაუბროდ.

XS
SM
MD
LG