ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონში საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოქროს ფონდის ექსპოზიცია მიმდინარეობს


სმითსონის მუზეუმში ვანის ნაქალაქარის გათხრების შედეგად აღმოჩენილი ექსპონატებია გამოფენილი.

გამოფენის პირველ დღეს სტუმრების წინაშე წარსდგნენ საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი ბატონი დავით ლორთქიფანიძე და ვანის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი ქალბატონი დარეჯან კაჭარავა.

ექსპოზიციის უნიკალურობა ბრიტანელმა და ამერიკელმა ექსპერტებმაც დაადასტურეს, რომლებიც უკვე დიდი ხანია საქართველოში მიმდინარე არქეოლოგიურ გათხრებში იღებენ მონაწილეობას. მათ შორის იყვნენ ოქსპორდის უნივერსიტეტის პროფესორი მაიკლ ვიკერსი და სმითსონის არტუ საკლერის მუზეუმის დირექტორი ჯულიან რაბი.

გადაცემის სრული სახით მოსასმენად, გაჰყევით ბმულს:

XS
SM
MD
LG