დაიღუპა 56 ადამიანი. თურქეთის ხელისუფლების განცხადებით, მაშველებმა ლაინერის ჩამოვარდნის ადგილზე გადარჩენილები ვერ აღმოაჩინეს. ერთერთი თურქული კერძო ავიაკომპანიის კუთვნილი თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 49 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა ქვეყნის მთიან რეგიონში ქალაქ ისპარტას მახლობლად ჩამოვარდა. კატასტროფამდე ცოტა ხნით ადრე მფრინავმა სადისპეჩეროს შეატყობინა, რომ ამ აეროპორტში დაჯდომას აპირებდა.
ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, კატასტროფის დღეს კარგი ამინდი იდგა და თვითმფრინავსაც არანაირი ტექნოლოგიური პრობლემები არ აღენიშნებოდა.