ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინის გადაწყვეტილება ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების კონტროლის ხელშეკრულებიდან რუსეთის გასვლას ამტკიცებს


რუსეთის პრეზიდენტმა დაამტკიცა ბრძანებულება, რომელიც ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების კონტროლის ხელშეკრულებიდან რუსეთის გასვლას ითვალისწინებს.

კანონი 12 დეკემბრიდან შევა ძალაში, რაც რუსეთს დასავლეთ ევროპის საზღვრებთან ჯარების კონცენტრაციის საშუალებას მისცემს. ამასთან, რუსეთმა აუკრძალა ნატოს ინსპექტორებს მისი სამხედრო ობიექტების შემოწმების უფლება.

აღნიშნულ ხელშეკრულებას ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის არსებობის ხანაში მოაწერე ხელი გასული საუკუნის 90იან წლებში, რომლის მოქმედებაც 1999 წელს გაგრძელდა

XS
SM
MD
LG