ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანის პრეზიდენტი პერვეზ მუშარაფი სამოქალაქო სტატუსში კიდევ ხუთი წლით შეუდგა პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას


მან დღეს ისლამაბადში კერძოდ პრეზიდენტის სასახლეში ფიცი დასდო. დღეს მოგვიანებით იგი ტელევიზიით პაკისტანელ ხალხს მიმართავს სიტყვით. საინაუგურაციო სიტყვაში პრეზიდენტმა მუშარაფმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნები 8 იანვარს ჩატარდება, თუმც მას არაფერი უთქვამს იმის თაობაზე როდის გაუქმდება პაკისტანში საგანგებო მდგომარეობა.

მის სიტყვაში მუშარაფმა აღნიშნა, რომ ყიფილი პრემიერ-მინისტრების ბენაზირ ბჰუტოსა და ნავაზ შარიფის განძევებიდან დაბრუნება მხოლოდ ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლიტიკურ შერიგებას. ამ ფონზე ქალაქ ლაჰორიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად იურისტების მიერ გამართული საპროტესტო აქციის დარბევისას აქციის ორასი მონაწილე პოლიციას შეეტაკა. აქცია გაიმართა მუშარაფის ინაუგურაციისადმი პროტესტის ნიშნად.

XS
SM
MD
LG