ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თბილისში ბიზნესის კეთების დროა! - აცხადებს დედაქალაქის მერია


5 დეკემბრიდან საქართველოში დასაქმების ახალი პროგრამა ამოქმედდება - 100 ათას მოქალაქეს მუშაობის დაწყების შესაძლებლობა მიეცემა. აღნიშნულ პროგრამას ჯანდაცვისა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროები ხელმძღვანელობენ. საქართველოს პრემიერის, ლადო გურგენიძის განცხადებით მთავრობა გეგმავს ფართომასშტაბიანი დასაქმების პროგრამის განხორციელებას. პროგრამის მიხედვით 1.12-დან 25-დან 65 წლამდე ასაკის ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია განაცხადი შეიტანოს დასაქმების ცენტრში, ამის შემდეგ ეს ადამიანები სტიპენდიის სახით 200 ლარს მიირებენ. 100 ათასამდე ადამიანი გაივლის სტაჟირებას ბიზნესკომპანიებში, თებერვალში ის მოქალაქეები, რომლებიც სტაჟირებას გავლის დამადასტურებელ დოკუმენტს წარადგენენ, ერთჯერადი დახმარების სახით 250 ლარს მიიღებენ - აცხადებს პრემიერი ლ.გურგენიძე. დასაქმების პროგრამებზე მუშაობს თბილისის მერიაც. რას სთავაზობს თბილისელებს დედაქალაქის მერია ?! ამის გასარკვევად თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის უფროსს, ზვიად არჩუაძეს ვესტუმრე. მისივე თქმით სამსახური მუშაობს მცირე ბიზნესის მხარდაჭერაზე, ეს პროექტი მერიამ ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო. პროექტის სახელწოდებაა „დაიწყე ბიზნესი თბილისის მერიასთან ერთად“. - “ჩვენ ვთავაზობთ საგარანტიო უზრუნველყოფას ბანკში, ჩვენ პარტნიორ ბანკებში, ამ ეტაპზე ეს არის „საქართველოს ბანკი“ და ვთავაზობთ შეღავათიან სესხებს. ანუ,, ადამიანს, ვისაც ბიზნესის დაწყება სურს ან უკვე აქვს ბიზნესი, შეუძლია ჩვენი პროექტის დახმარებით საქართველოს ბანკში მიიღოს შეღავათიანი სესხი, სგარანტიო უზრუნველყოფის შემთხვევაში- ჩვენი გარკვეული მონაწილეობით და მეორე შემთხვევაში, უფრო დაბალი პროცენტით, ოღონდ აქ ჩვენი საგარანტიო უზრუნველყოფა არ არის” - ამბობს ზ.არჩუაძე.
XS
SM
MD
LG