ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელის გადარჩენა დამოკიდებულია პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნაზე


“ისრაელის გადარჩენა დამოკიდებულია პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნაზე “- აცხადებს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ეჰუ ოლმერტი. ისრაელის გაზეთ ჰაარეცისადმი მიცემულ ინტერვიუში ოლმერტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ მოლაპარაკება პალესტინის საკითხის მოგვარების ირგვლივ ორი დამოუკიდებელი სახელმწიფოს თანაარსებობაზე წარმატებით ვერ დაგვირგვინდა ისრაელს დაუდგება თანაბარი საარჩევნო უფლებების პრობლემა, რომელიც აუცილებლად პალესტინელებსაც შეეხებათ.
-“თუ ეს მართლაც ასე მოხდა ისრაელი როგორც სახელმწიფო შეწყვეტს არსებობას“ -თქვა ოლმერტმა. ისრაელი შიშობს, რომ საბოლოო ანგარიშში პალესტინელები მოსახლეობის რაოდენობით გაუსწრებენ ებრაელებს თუ ისრაელი უარს არ იტყვის ყველა იმ ტერიტორიის კონტროლზე, რომეიც მან ხელთ იგდო 1967 წლის ომის დროს. ეს ინტერვიუ დღეს გამოპქვეყნდა, კერძოდ ერთი დღის შემდეგ, რაც ოლმრტი ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტს ჯორჯ ბუშსა და პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტს მაჰმუდ აბასს შეხვდა.

XS
SM
MD
LG