ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი ოფიციალური პირები დადებით შეფასებას აძლევენ პაკისტანის პრეზიდენტ მუშარაფის გადაწყვეტილებას დატოვოს ქვეყნის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობა. 


ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა დღეს ტელევიზიით გადაცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ახლა მუშარაფმა აუცილებლად უნდა გააუქმოს საგანგებო მდგომარეობა რათა, ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები. ბატონი მუშარაფის ამ პოსტიდან გადადგომას ბრიტანეთის ლიდერებიც მიესალმებიან. ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა გორდონ ბრაუნმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი მნიშვნელოვანი მოვლენაა მუშარაფის გეგმაში პაკისტანშI აღდგეს საკონსტიტუციო მმართველობა.
XS
SM
MD
LG