ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს პრეზიდენტი ბუში თეთრ სახლში ხვდება პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტს მაჰმუდ აბასსა და ისრაელის პრემიერ მინისტრს ეჰუდ ოლმერტს. 


პრეზიდენტ ბუშს უკვე ჰქონდა ცალკე შეხვედრები ორივე ლიდერთან. ანაპოლისში გამართულ კონფერენციაზე, რომელიც ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების საკითხს მიეძღვნა ისრაელისა და პალესტინის ლიდერები შეთანხმდნენ რაიმე დაყოვნების გარეშე განაახლონ სამშვიდობო მოლაპარაკებ. პრეზიდენტმა ბუშმა წაიკითხა ისრაელ-პალესტინელთა ერთOბლივი დოკუმენტი სადაც მხარეები მზადყოფნას გამოხატავენ ენერგიულად შეუდგნენ მოლაპარაკებებს რასაც 2008 წლის მიწურულს თან უნდა მოჰყვეს კონფლიქტის მოგვარება ორი სახელმწიფოს არსებობის კონტექსტში. მხარეები ამას გარდა მზად არიან განახორციელონ 2003 წელს მიღწეული შეთანხმების ძალით აღებული ვალდებულებები და დათანხმდნენ იმაზე, რომ ამ პროცესს ზედამხედველობა გაუწიოს აშშ-მ. შეიქმნა სპეც კომიტეტი რომლის პირველი სხდომა 12 დეკემბრისთვისაა დაგეგმილი. ამას გარდა, მიღწეულია შეთანხმება იმის თაობაზე, რომ აბასი და ოლმერტი ყოველ მეორე კვირას შეხვედრებს დაიწყებენ.

XS
SM
MD
LG