ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს პრეზიდენტი ბუში ისრაელ-პალესტინის სამშვიდობო კონფერენციას გახსნის 7 წლიანი პაუზის შემდეგ


ბატონი ბუშის განცხადებით ამ კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს ისრაელის და პალესტინის დემოკრატიული სახელმწიფოების მშვიდობიან თანაარსებობას. ამერიკის პრეზიდენტი მიიჩნევს რომ ამ მიზნის მისაღწევად ორივე მხარეს გარკვეულ კომპრომისებზე წასვლა მოუწევს. ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო კონფერენციას 40-მდე ქვეყნის და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.

ისრაელის წარმომადგენლები მრავალწლიანი პაუზის შემდეგ პირველად დასხდებიან მოლაპარაკების მაგიდასთან თავის არაბ კოლეგებთან. მათ შორის საუდის არაბეთის და სირიის წარმომადგენლებთან, რომლებსაც დღემდე არ უღიარებიათ ისრაელის სახელმწიფო. დღეს დილას კონფერენციის დაწყებამდე პრეზიდენტი ბუში ცალ-ცალკე შეხვდა ისრაელის პრემიერ-მინისტრს ეჰუდ ოლმერტს და პალესტინის პრეზიდენტს მაჰმუდ აბასს.

XS
SM
MD
LG