ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მკაცრად გააკრიტიკა შეერთებული შტატების ახალი წინადადებები


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მკაცრად გააკრიტიკა შეერთებული შტატების ახალი წინადადებები ევროპაში რაკეტსაწინაღო სისტემების ბაზირების შესახებ. რუსეთის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში ბატონმა ლავროვმა აღნიშნა რომ ამერიკელთა ახალი წინადადებები უკან გადადგმული ნაბიჯია მას შემდეგ რაც მხარეებმა გარკვეულ ურთიერთ გაგებას მიაღწიეს ოქტომბერში გამართული მოლაპარაკების დროს.

ვაშინგტონში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან კონდოლიზა რაისთან შეხვედრის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დასძინა რომ ამერიკა აღმოსავლეთ ევროპაში რუსეთთან თანამშრომლობის ნაცვლად ჯიუტად ცდილობს თავისი გეგმის განხორციელებას. მიუხედავად ამისა მოსკოვი მაინც გულდასმით შეისწავლის ამ წინადადებებს. განაცხადა სერგეი ლავროვმა.

XS
SM
MD
LG