ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანის პრეზიდენტი ფერვეზ მუშარაფი არმიის მთავარსარდლის პოსტიდან გადადგომის წინ ჯარს ეთხოვება


პაკისტანის პრეზიდენტი ფერვეზ მუშარაფი არმიის მთავარსარდლის პოსტიდან გადადგომის წინ ჯარს ეთხოვება. მუშარაფმა ეს თანამდებობა ხვალ უნდა დატოვოს. დღეს გენერალმა მუშარაფმა რავალინდისა და ისლამაბადში მდებარე სამხედრო შტაბებს ეწვია.

აქ იგი პაკისტანის არმიის, ფლოტისა და საჰაერო ძალების მაღალი რანგის წარმომადგენლებს შეხვდა. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად მუშარაფის გადადგომის შემდეგ არმიის მთავარსარდლის პოსტს გენერალი აშფაკ კაიანი დაიკავებს. პრეზიდენტი მუშარაფი კი საზეიმო ფიცს დადებს და კიდევ ხუთი წლით გახდება ქვეყნის პრეზიდენტი. პაკისტანის შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ არმიის მთავარსარდლის სეცვლა ტერორიზმის წინაარმდეგ მიმდინარე ბრძოლას არ შეაფერხებს.

ასევე გახდა ცნობილი, რომ პაკისტანის ყოფილმა პრემიერ-მინისტრებმა ნავაზ შარიფმა და ბენაზირ ბჰუტომ 8 იანვრისთვის დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღები რეგისტრაცია გაიარეს.

XS
SM
MD
LG