ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სერბეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ კოსოვოს სტატუსთან დაკავშირებით კომპრომისის გამონახვა შესაძლებელია


სერბეთის პრეზიდენტმა ბორის ტადიჩმა განაცხადა, რომ კოსოვოს სტატუსთან დაკავშირებით ალბანურ და სერბულ მხარეებს შორის კომპრომისის გამონახვა შესაძლებელია. დღეს უკვე მეორე დღეა რაც ავსტრიაში კოსოვოს საკითხთან დაკავშირებული მოლაპარაკება მიმდინარეობს. პრეზიდენტმა ტადიჩმა პროვინციას ფართო ავტონომია შესთავაზა. ამ წინადადებით, სერბეთი კოსოვოს საგარეო პოლიტიკის წარმოების, თავდაცვის უზრუნველყოფისა და საზღვრების გააკონტროლების პრეროგატივას იტოვებს.

კოსოვოს ალბანური უმრავლესობის წარმომადგენლებმა მოლაპარაკებებზე სრული დამოუკიდებლობა მოითხოვეს. მოლაპარაკებები 10 დეკემბრისთვის უნდა დასრულდეს. ამ დროისთვის გაერომ კოსოვოს სტატუსთან დაკავშირებული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. რუსეთის წარმომადგენელმა მოლაპარაკებებზე ელექსანდრე ბოსტან ხარჩენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იგი მოლაპარაკებების გაგრძელების მომხრეა.

XS
SM
MD
LG