ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუმინეთში პირველად ჩატარდა ევროპარლამენტის წევრების არჩევნები.


წინასწარი გადათვლის თანახმად, წარმატებას ქვეყნის ოპოზიციური დემოკრატიული პარტია აღწევს. რუმინეთმა ევროპარლამენტის ოცდათხუთმეტი წევრი უნდა აირჩიოს. ახლა, როდესაც ბიულეტენების სამი მეოთხედი უკვე გადათვლილია, გამოაშკარავდა, რომ პრეზიდენტ ტრაიან ბასესკუს პარტიამ ხმათა ოცდაცხრა პროცენტი დააგროვა, ოპოზიციონერმა სოციალ დემოკრატებმა კი ოცდაორი. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის კალინტარიჩეანუს მმართველ ცენტრისტულ ლიბერალურ პარტიას კი ამომრჩეველთა მხოლოდ ცამეტმა პროცენტმა მისცა ხმა. არჩევნებში მონაწილეობა რუმინეთის ზრდასრული მოსახლეობის ერთ მესამედზე ნაკლებმა მიიღო. არჩევნების საბოლოო შედეგები დღეს მოგვიანებით გაირკვევა. მას შემდეგ რაც მიმდინარე წლის 1 იანვარს რუმინეთი ევროკავშირის წევრი გახდა, ეს ქვეყნის ისტორიაში ევროპარლამენტის წევრების პირველი არჩევნები იყო.
XS
SM
MD
LG