ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეუთოს დამკვირვებლების მიერ რუსეთის არჩევნების მონიტორინგზე უარის თქმაზე, რუსეთის პრეზიდენტი ბრალს შეერთებულ შტატებს სდებს.


მიმდინარე თვეს ეუთომ განაცხადა, რომ რუსეთის 2 დეკემბრისთვის დაგეგმილ არჩევნებზე დამკვირვებლებს არ გააგზავნის. ეუთომ ამაში ბრალი რუსეთს დასდო. ორგანიზაცია აცხადებს, რომ მოსკოვი ხელს უშლის მონიტორინგის განხორციელებას. დღეს პრეზიდენტმა პუტინმა რუსეთის ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, ეუთოს მონიტორინგის განხორციელებაზე უარის თქმა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ურჩია. პუტინმა დასძინა, რომ ვაშინგტონთან მომავალი ურთიერთობისას რუსეთი ამას აუცილებლად გაითვალისწინებს. ეუთომ პუტინის ბრალდება უარყო. ორგანიზაციამ განაცხადა, რომ რუსეთმა დამკვირვებლებს ვიზებზე უარი უთხრა და დამკვირვებლების რიცხვის ოთხასიდან სამოცდაცხრამეტამდე შემცირება მოითხოვა.
XS
SM
MD
LG