ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ნავაზ შარიფმა განაცხადა, რომ მომავალ საყოველთაო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.


დღეს პაკისტანის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ნავაზ შარიფმა განაცხადა, რომ მომავალი იანვრისთვის დანიშნულ საყოველთაო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს და შესაბამისი დოკუმენტები შეავსო. მანამდე ბატონმა შარიფმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ მუშარაფის არც ერთ კოალიციურ მთავრობაში არ აპირებს შესვლას. ბატონი შარიფი საუდის არაბეთიდან ჩაფრინდა პაკისტანის ქალაქ ლაჰორში. მან შვიდი წელი დაჰყო განძევებაში. ნავაზ შარიფმა ოპოზიციის კანდიდატთა შორის უკანასკნელმა შეავსო არჩევნებში მონაწილეობისათვის აუცილებელი დოკუმენტები. აეროპორტში მის დასახვედრად მისულ აუარებელ ხალხს ბატონმა შარიფმა სიტყვით მიმართა. მან განაცხადა, რომ იგი შინ ქვეყნის გადასარჩენად დაბრუნდა, დაგმო გენერალ მუშარაფის მიერ საგანგებო მდგომარეობის შემოღების ფაქტი და აღნიშნა, რომ ეს თავისუფალი არჩევნების ჩატარებას შეუსლის ხელს. ყოფილმა პრემიერმა განაცხადა, რომ დემოკრატია აუცილებლად უნდა აღდგეს და უზენაესი სასამართლოს გადაყენებული წევრების თანამდებობებზე დაბრუნებისკენ მოუწოდა.
XS
SM
MD
LG