ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნინია კაკაბაძე: ირაკლი ჩარკვიანის დაბადების დღის აღსანიშნავად


უკვე მეორე წელია, ქართველი მელომანები ირაკლი ჩარკვიანის დაბადების დღეს მის გარეშე აღნიშნავენ. 19 ნეომბერს მას 46 წელი შეუსრულდებოდა. ამ თარიღთან დაკავშირებით მთელი დღის განმავლობაში არაერთი შემოქმედებითი აქცია გაიმართა. სამედიცინო ისტიტუტში მუსიკოსის ვიდეო კლიპების ჩვენება შედგა, რის შემდეგაც სტუდენტებმა ირაკლი ჩარკვიანის ლექსები და მოთხრობები წაიკითხეს. შემოქმედებით აქციას ირაკლის მეუღლე ქეთათო ჩარკვიანიც ესწრებოდა. ქეთათო ჩარკვიანი – ირაკლის ლექსების წაკითხვა გამოთქმით, ზოგჯერ მსახიობებსაც უჭირთ და რასაკვირელია ეს მოსაწონია, სტუდენტებმა თავის დამოკიდებულება აჩვენეს ირაკლის მიმართ. - საღამოს “ბითლზ კლუბში” მუსიკოსისადმი მიძღვნილი კონცერტი ჩატარდა, სადაც ახალგაზრდა შემსრულებლებმა დაუკრეს. კინოს სახლში კი, ჩარკვიანის ერთ-ერთი უკანასკნელი “აჭარა მიუზიქ ჰოლში” ჩატარებული კონცერტი აჩვენეს. 19 ნოემბერს ასევე დასრულდა ირაკლი ჩარკვიანის სახლის ფასადზე კედლის მოხატვაც. მუსიკოსის მეგობარმა, მხატვარმა კაკადუმ ჟურნალ “ანაბეჭდის” დახმარებით, კედელზე ირაკლი ჩარკვიანის პორტრეტი დახატა. ამ დღეს საბოლოოდ გადაწყდა, რომ თბილისში მისი სახელობის ქუჩა იქნება, თუმცა, რომელ ქუჩას მიენიჭება ირაკლის სახელი, ჯერჯერობით უცნობია. და ბოლოს, 19 ნოემბერს, საღამოს 9 საათზე რადიო “უცნობში” ქართველმა მუსიკოსებმა ცოცხლად შეასრულეს ჩარკვიანის სიმღერები, მისდამი მიძღვნილი თრიბუტე ალბომიდან. ამ ე.წ. კონცერტის ვიდეო ვერსია ინტერნეტში, რადიო ვერსია კი რადიო “უცნობში” პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. ჩარკვიანის მოყვარულებს მისი ცოცხლად ნახვის და მოსმენის საშუალება ქონდათ. პროექტის ავტორი გიორგი ასანიშვილი აღნიშნავს. გიორგი ასანიშვილი – გზა მუსიკოსის დაბადების დღის აღნიშვნისთვის არის. ჩვენ გამოშვებული გვაქვს ეს თრიბუტე ალბომი, რომლის ცოცხალი ვერსიაც ახლა გავა რადიო უცნობის ვებ საიტზე. - ცოცხალ კონცერტზე, არა მხოლოდ ის სიმღერები შესრულდა, რომლის ავტორიც ირაკლი ჩარკვიანი და რომელიც ამ თრიბუტე ალბომში შევიდა. სერგი გვარჯალაძის ხმა – “ირაკლი ეს შენ გეძღვნება”. - სერგი გვარჯალაძემ მისი სიმღერა, რომელიც 90-იანი წლების ჰიტად ითვლება, ამ საღამოზე ირაკლის მიუძღვნა. სერგი გვრაჯალაძის სიმღერა. ასე, რომ საბედნიეროდ ირაკლი ჩარკვიანი მისი მსმენელისათვის ისევ ცოცხალია, სიცოცოცხლე მისი გახსენების, გაცოცხლების მცდელობაა. ქართველი მსმენელი დღეს ყველაზე ნათლად ხვდება, რომ ირაკლი ჩარკვიანის სიკვდილი, არა მხოლოდ მუსიკალური სამყაროსათვის, შეიძლება ითქვას, რომ 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დანაკლისია, დანაკლისია, რომელიც დღევანდელ საქართველოში ყველაზე მკვეთრად იგრძნობა.
XS
SM
MD
LG