ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სანკტ-პეტერბურგში ოპოზიციონრები დააკავეს


სანკტ პეტერბურგში, პოლიციამ 100მდე პოლიტიკური აქტივისტი და ოპოზიციის წევრი დააკავა. დემონსტრანტები პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ გამოდიოდნენ. მემარჯვენე ძალების გაერთიანების ლიდერი ბორის ნემცოვი, რომელიც სავარაუდოდ ერთერთი კანდიდატი იქნება საპრეზიდენტო არჩევნებში, წინასწარი დაკავების კამერაში გადაიყვანეს. სპეცდანიშნულების რაზმმა ხელკეტები გამოიყენა რათა დემონსტრანტებისთვის ქალაქის ცენტრში გადაადგილება აეკრძალა. პოლიტიკური მიტინგის მონაწილეებს ხელში თეთრი ყვავილები ეკავათ და ქალაქის ცენტრისკენ მოძრაობდნენ, მიუხედავად მთავრობის მიერ დაწესებული აკრძალვისა. ზოგიერთ დემონსტრანტს კი ეროვნული ბოლშევიკური პარტიის მხარდამჭერი ტრანსპარანტები ეკავათ. მიტინგის ორგანიზატორები იყვნენ კოალიცია “სხვა რუსეთის” წარმომადგენლები. სანკტ პეტერბურგში მიტინგის მონაწილეთა დაპატიმრებას მას შემდეგ აქვს ადგილი რაც გუშინ მოსკოვში ოპოზიციის ლიდერები, გარი კასპაროვის ჩათვლით, დააპატიმრეს. კასპაროვი ციხეში ხუთი დღე დაჰყობს. .
XS
SM
MD
LG