ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიამ დაადასტურა ანაპოლისში დაგეგმილ კონფერენციაში მონაწილეობა


სირიამ დაადასტურა მონაწილეობის სურვილი ანაპოლისში დაგეგმილ კონფერენციაში, რომელიც ახლო აღმოსავლეთში მშივოდბის მიღწევის საკითხებს მიეძღვნება. დღეს, ოფიციალურმა დამასკომ განაცხადა, რომ კონფერენციას სამშაბათს დაესწრება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ფაიასალ მექდადი. დამასკომ, კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად პირობა წამოაყენა--შეხვედრაზე განიხილონ გოლანის მაღლობების დაბრუნების საკითხიც, რომელიც ისრაელმა 1967 წლის ომის დროს ჩაიგდო ხელში. როიტერის საინფორმაციო სააგენტო იტყობინება, რომ სირიის მთავრობა კონფერენციაში მონაწილეობის თანხმობით მაშინ გამოვიდა, როცა დამასკოში მიიღეს კონფერენციის განრიგი--სადაც ისრაელს და და სირიას შორის სამშივიდობო მოლაპარაკებებიც არის ჩართული.
XS
SM
MD
LG