ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინგუშეთში ჟურნალისტები ცემეს


რუსეთის პოლიციის ცნობით, სამი ჟურნალისტი და ადამიანის უფლებების დაცვის აქტივისტი ინგუშეთში, გაიტაცეს, შემდე კი ცემეს. რენ ტივის სამი ჟურნალისტი და რუსული ორგანიზაცია “მემორიალის” თავმჯდომარე ოლეგ ორლოვი პოლიციას უცხადებენ, რომ შენიღბული პირები ქალაქ ნაზრანში მათ სასტუმროში შეიჭრნენ და თავზე ტომრები წამოაცვეს მათ. შემდეგ ბოროტმოქმედებმა გაიტაცეს ოთხივე მათგანი, ცემეს და მინდორში მიატოვეს. ოთხივე ახლომდებარე პოლიციის სადგურში გამოცხადდა და კანონდამცავებს გატაცების ფაქტის შესახებ სწორედ იქ განუცხადეს. რენტივის ჟურნალისტები ინგუშეთში დღეს დაგეგმილი დემონსტრაციის გასაშუქებლად იმყოფებოდნენ. საინფორმაციო სააგენტო ინტერფაქსის ცნობით, ერთერთმა ჟურნალისტმა, არტიომ ვისოტსკიმ, სხეულის სერიოზული დაზიანებები მიიღო.
XS
SM
MD
LG