ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქაბულში კამიკაძე ტერორისტის მიერ განხორციელებულ აფეთქებას სკოლის მოსწავლეთა სიცოცხლე შეეწირა


ავღანეთის ოფიციალური პირების განცხადებით, დღეს კამიკაძე ტერორისტის მიერ ქაბულში, იტალიელი ჯარისკაცების შორიახლოს განხორციელებული აფეთქებისას, სკოლის რამდენიმე მოსწავლე დაიღუპა. ავღანეთის ხელისუფლების ცნობით, აფეთქების შედეგად სულ 7 ადამიანი დაიღუპა, დაიჭრა 9. იტალიის სამხედრო უწყების წარმომადგენელი კი იტყობინება, რომ დაიღუპა ერთი იტალიელი ჯარისკაცი, სამი კი დაშავდა. თვითმხილველთა ცნობით, სკოლის მოსწავლეები ხიდის შორიახლოს ჯარისკაცების მიერ სწორედ ხიდის მშენებლობას აკვირდებოდნენ. მიმდინარე წელს, კამიკაძე ტერორისტების მიერ ავღანეთში უკვე 130 აფეთქება განხორციელდა, მოთარეშეთა მიერ ორგანიზებული ინციდენტების შედეგად კი სულ 6 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG